↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასე შემოდიოდა პოეზია ბათუმში

ანთაძე ცისანა

2026-07-181 წთ საკითხავი1357 ნახვა

—
ბათუმს ისე მოედო მწიფე ლექსის სურნელი,ვით პრინცესას სურვილი გიჟ პოეტთან ძილისდა ქალაქი ჯერ კიდევ ტკივილგანუკურნელი,მელექსეთა ჰამქარით ფალავნობდა ტფილისს.
ევროპას კი ეძინა “უძველესი ცოდვებით”,სამიკიტნოს მოერგო ფიქრი ნიცშეანელის...იწყებოდა ყავით და მთავრდებოდა ბოდლერით,ავტოგრაფი? უნებეთ: დარასელი, ანელი,
და ბათუმი დაღლილი (ეს არ იყო იოლი)ის-ის იყო მოხიბლა ესენინის ლექსმა...უკაცრავად, ქუჩებში გაჩნდა გალაკტიონი,და ფიალა სალექსო ჭეშმარიტად შესვა.
ცხადი გაავარდისფრა მწარე სიზმრის სერიამდა მთვარეულ გენიამ, რაც იხილა, წერს...ავტოპორტრეტს მოარგო გენიოსის სათვალე,დადის სანაპიროზე და ივარცხნის წვერს.
ბათუმს ისე მოედო მწიფე ლექსის სურნელი,ვით პრინცესას სურვილი გიჟ პოეტთან ძილისდა ქალაქი ჯერ კიდევ ტკივილგანუკურნელი,მელექსეთა ჰამქარით ფალავნობდა ტფილისს.
ანთაძე ცისანა

ანთაძე ცისანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი