პოეზია · ლირიკა
* * * თუ თავშესაფარს ვერსად ვპოვებდი
თუ თავშესაფარს ვერსად ვპოვებდი,და მოვისმენდი ფრაზას _ კრულ იყავ!ნეტავი, როგორც ველის შროშანი,ბალახის გვერდით ამოვსულიყავ.
ამოვსულიყავ მინდვრის მშვენებად,არა ქალაქში დასაკარგავად,ღვთისმშობლის ქათიბ კაბის მშვენებად,ღვთისმშობლის თმებში ჩასაქარგავად.
ღვთისმშობლის ხატის სურნელთმკმეველთანეთქვა მაცხოვარს _ ეგრემც სულ იყავ...ვით საოცარი ველის შროშანი,ნეტავ ბალახთან ამოვსულიყავ!