↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ დაგარქვა ჩიტის ენა

ანთაძე ცისანა

2026-07-181 წთ საკითხავი1338 ნახვა

—
თურქ დამპყრობთა მიერ, აჭარაში ქართული დამწერლობის აკრძალვამ შეუძლებელი გახადა წერილობითი კავშირურთიერთობა. აჭარელმა დედამ არ მიიღო უცხო დამწერლობა და თვითონ გამოიგონა `დედაბრული~ ქართული. მას შემდეგში `დიდნენეს~ ენა და `ჩიტის ენაც~ უწოდეს.
ვინ დაგარქვა ჩიტის ენა?ფრთაქათქათავ, ფრთასრულო,ზოგან კურცხალდაცემულო,ზოგან იებჩაწნულო.
ნასაყდრევთან აფრენილო,თარანგელოს სიტყვაო,დიდაჭარის ზეცასავითმაღალო და წმიდაო.
ჩიტის ენავ, დედაბრულო,დიდი ნენეÁს ენაო,აცრემლებულ ბარათებშივარსკვლავების ცვენაო.
რატომ გინდა მაქვითინო,ისევ ისე მაწვალო?ოქროუბით ნატარებო,ჯიღჯიღელას მარცვალო.
ცის კიდიდან მოფრენილო,მოხაზულო მზითაო,ზოგან ნუსხურ, ზოგან მხედრულ,ზოგან მრგლოვანითაო.
ვანენს გეტყვი? დუდი-ხანუმს?თუ ელმასი გქვიაო?დანდალოში, ბებერ ხიდთანამოსულო იაო.
როგორ მინდა აგიტაცო,გულისგულში ჩაგეკრა...თმადათოვლილ დედასავითმძიმეც ხარ და მჩატეც ხარ.
შენი სულის ქროლვა მესმის,`ტყეს ბალანი ეშლება~,ჩიტის ენავ, მირონივითეწვეთები ფეშტემალს.
ვინ დაგარქვა ჩიტის ენა?ფრთაქათქათავ, ფრთასრულო,ფრთებზე მირონდაცემულო,თმებში იებჩაწნულო.
ანთაძე ცისანა

ანთაძე ცისანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი