↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აკადემიური პასუხი კითხვაზე

ანთაძე ცისანა

2026-07-181 წთ საკითხავი1338 ნახვა

—
ტერენტი გრანელი _ პოეტი სალოსი, _თავისი ლექსებით, თავისი სამოსით,თავისი გვარით და თავისი თიკუნითდა მიმბაძველებით, ასით და ასოცით.
ძმაი, ზოზიასი _ ტერენტი გრანელი,ლექსის პოდიუმზე _ ვით კოკო შანელი....... მაგრამ სალოსობა როდია იოლი,ამ გზაზე ვერ შედგა თვით გალაქტიონი.
სალოსის გზა არის მძიმე და აფრაკი,უნდა მოისროლოს პიჯაკი და ფრაკი,სალოსი დაბადებით დროის პროტესტია,უნდა შეუერთდეს გლოვის პროცესიას.
მოდი, გავიხსენოთ პოეტი-სალოსი,დავკრიფოთ ვარდები და ბაფთით შევკონოთ..._ რას იტყვით, მიიღებს ტერენტი საჩუქარს?_ გეგონოთ ძამიკო, გეგონოთ, გეგონოთ!
ანთაძე ცისანა

ანთაძე ცისანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი