პოეზია · ლირიკა
ორნი
საოცარ ღამეს უცნაურ პოეტსმიყვარდა მუდამ სითბო დარდების,ყველა ნაცნობთა გამოტოვებადა ბედის ჭირხლში ცქერა ფარდების.
დაღალულ სახეს ძველ ვენახიდანშენ აშტერდები ელამ დაისებს.გენატრებოდა კიდევ გენახა,სხივებს კამარა როგორ ჩაისრესს.
დგახარ, წარსული შენზე პაექრობს,გულზე ამოგდის ჭმუნვის ბებერა.შენ ის კაცი ხარ, ვისაც არ ეყოგზებმიუვალი ქვეყნიერება.
მწუხრის ტრაპეზთან შუბლი გიელავს,ღვთისმშობლის მხრებზე შავი ჩადრია.ბერი მონასტრის ბალახსა სცელავსდა დაისები მწკრივად ჩადიან.