პოეზია · ლირიკა
არ ვიდარდებ, თუ ღიმილით
არ ვიდარდებ, თუ ღიმილითარ გამიდარრებ...ჩემმა დარდმა რა ქნას, თორემმე არ ვიდარდებ!
განა მართლა მემღერება,ყელს რომ ვიღერებ?ამ სიმღერამ რა ქნას, თორემმე არ ვიმღერებ!
არც მე მაძლევ მოსვენებას,არც შენ იხარებ,ჩემმა გულმა რა ქნას, თორემარ შეგიყვარებ!
არ ვიდარდებ, თუ ღიმილითარ გამიდარებ...ჩემმა დარდმა რა ქნას, თორემმე არ ვიდარდებ!
1955 წ.