↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აპრილი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13544 ნახვა

—
მოვიდა აპრილი,ბიბინებს ბალახი.ეზოში ბეკეკაკუნტრუშობს მალაყით.
ხეს წყალი ჩაუდგა,გაშალა კვირტები,მინდვრებში აღელდნენჯეჯილის ზვირთები.
ერდოზე მერცხალიშრომობს დამსვიდებით,ბუდეებს აგებენჩიორა ჩიტებიც...
ბოსტანში ღიღინითფუსფუსებს ბებია,ჭაღარა ბაბუასის შეჯიბრებია!
სკოლიდან მორბიანბავშვები ყიჟინით,მხარში უდგებიან,შრომობენ ისინიც.
მზე ცაში ლივლივებსოქროსფრად დაღვრილი,ამღერდა ქვეყანა,გუგუნებს აპრილი!
1947 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი