↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დილა მშვიდობისა

მრევლიშვილი მაყვალა

2026-07-181 წთ საკითხავი1891 ნახვა

—
ჩიტო, ჩიტო, ნაცარა,ვის უგალობ, ვისა?შენ გიგალობ, პატარავ,დილა მშვიდობისა!
მზეო, მზეო, ცხრათვალა,ვის უცინი, ვისა?გაიღვიძე, პატარავ,დილა მშვიდობისა!
პაწაწინა ყვავილო,რად გაშალე კვირტი?შენთვის მინდა, პატარავ,აბა დამაკვირდი!
მეც ახლავე ავდგები,მეც დავიბან პირსა,ყველას მივესალმები:დილა მშვიდობისა!

მრევლიშვილი მაყვალა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი