↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13546 ნახვა

—
ჩვენ მივდიოდით ბილიკზე წყნარადდა სიზმარს ჰგავდა ოცნება ჩვენი,შენ ჩუმად, შენთვის ამბობდი არასდა თითქოს არას ამბობდნენ ხენიც.
ჩუმი მოწყენით, შეუშფოთებლივიმეორებდნენ ამ შრიალს რტონი,არა ამბობდნენ მწვანე ფოთლებიცდა შევცქეროდით ზეცას მარტონი.
და დიდიხანს, დიდხანს მთვარის ამოსვლასველოდით, უხმოდ გულში ვმღეროდით,ცას მწუხრი ეცვა ტანისამოსად,ჩვენც ჩვენს შორეულ გზას გავცქეროდით...
და როცა ცაზე გამოჩნდა მთვარე,შენ დაგავიწყდა სასტიკი არა,ის მწუხარება მოსცილდა თვალებსდა ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ წყარად.
იცი, ძვირფასო, მე უფრო მაშინმიყვარდი, როცა ამბობდი არას,მე მაშინ ვგრძნობდი შენ სასტიკ ხმაშირაღაც ჯადოსნურ ტკბილ უზუნდარას.
იცი, ძვირფასო, მე უფრო მაშინმიყვარდი, როცა ამბობდი არას!
1937 წ.თვალადი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი