პოეზია · ლირიკა
ორი გზა
ძველ მარგილებზე დაფენილ სარეცხსვიღაც მხატვარი ხარბად ხატავდა...ეს გული იყო სხეულის სარცხიდა ყველაფერი როგორ გათავდა.
წისქვილს ახლოს დიდი ხართუთახარებს აბამდა ჩაშლილ კალოში,ხალხი ოხრობდა და ხარხარებდა,მე კი ვდარდობდი საქართველოში.
მონასტრის კართან შეშლილ მოლოზანსღვინოს ასმევდა მოხუცი ბერი,უღან მტებს იქით გლოვობდა ზარი,გამოქვაბულთან სთვლემდა ნამქერი.
გვრიტები წნორზე უკრავდნენ ფანდურს,მოხუცი თელა სალამურს თლიდა,ვერხვი იცვამდა ფეხზე ფანდულებს,ალი დალალებს ისროდა წყლიდან.
ბინდა ჰკეცავდა ლურჯ პანაშვილებს,ისმოდამტკვრის მძიმე ქლოშინი,ქარი მართმევდა გზების სიმშვიდესდა კვლავ ვგოდებდი საქართველოში.
მწირი მხატვარი ხატავდა პოეტს,ოდნავ ნაღვლიანს, ფიქრებში ჩაფლულს,ვისაც სიცოცხლე მოენატრება,და შეერევა მთებს და გაზაფხულს.