↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძმას

ღლონტი ვახტანგ

2026-07-182 წთ საკითხავი6068 ნახვა

—
(არქიმანდრიტ ნიკოლოზს)ჯვარიდან ახსნილო ავაზაკო, შემცნობო უფლის,ცოდვის ფსკერიდან უხილავად ცისკენ გიცურავს,მიენდე სიტყვას მილურსმულს და შორეულ ღრუბელს,როს ახლობელმა ყველამ სასო გადაგიწურა.გაშორეულდა ბავშვობა და მამის მიწური,დედის სიზმარი შობისწინა _ ნაწერი სისხლით:`უწოდე ომზირ, ძეს, რომელიც ბოლოს მირწმუნებს,ბედნიერებას მივაგებ და შენს სახლსაც ვიხსნი!”ბედნიერება თუ ტანჯვაა, შენზე ბედნიერსმე ერთს ვიცნობდი, ვის იცნობდნენ `პატარა პაჭოდ”,საკუთარ თავზე სიმართლეს ვინ გაგვაბედინებს,მამის ბიჭობაც, ლეგენდური, დე, სხვებმა საჯონ.უცნაურობა გვარშივე ძევს, გვარზე ხტის კვიციც,ჩემი პაატა და მამუკა, შენი სულხანი, _პატარა ღლონტებს, დიდობაში, ღმერთო, ულხინე!თუმცა ეს თხოვნაც ამაოა, _ უფალმა იცის.უფალმა იცის განწირულებს ვით გვისაშველოსდა ჩვენი ჯვარცმა სიხარულად რაგვარ აქციოს;პატრიარქს მაღლა შეუმართავს მიტრა საშენოდა გალობს გუნდი სიონისა მაღალ `აქსიოსს!”ხმლის ჩამგებო და ქარქაშიდან ჯვრის ამომღებო,მაშენებელო, ვერ გაშინებს ქვეყნის ჭორები.მე, შენს უმრწემესს, ბოლოს შენი ჯვარი მომიღებს,მწამს რომ, უმამოს, არასოდეს გამეშორები.ჩვენ თუ დავცხრებით, სოუქსუზე, `Туз” სილბისტროსთან,ბაბუაც, მამაც, შვილებიც და... შვილიშვილებიც.მაგრამ ცოცხალნიც მიწის გულზე არ მოვიშლებით,ის დაგვიფარავს ბრძოლისაკენ ვინც მოგვიწოდა.ის დაგვიფარავს, ვინც უფაროდ მიგვიშვა მტერზე,თან მტერ-მოყვარის სიყვარულით გული აგვინთო.ეშმაკი მუდამ ახალ-ახალ იუდებს ეძებს,ჯვარი გწერია, ჩემო ძმავ და უფლის რაინდო!
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი