↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ტფილისში არის ორგეი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ტფილისში არის ორგეი,და მხოლოდ მიეთ-მოეთი.მე ბოდიშს ვიხდი, სერგეი,როგორც ქართველი პოეტი.
როგორ გაბედეს ჩვენებმა!სილა გაგარტყეს ხუმარი,როდესაც იყავ ჩვენებადა იალაღი სტუმარი.
სილა - სილაა, სერგეი!რა ვუყოთ, ასეც მოხდება.რუსის პოეტებს, ჰეი, ჰეი,საქართველოში მოხვდება.
რა სისასტიკე იყო ეს!როგორ დაეცენ ტახტები!და ამის შემდეგ ვიცი დღეს,რომ შენ თვითმკვლელი გახდები!
დაფიქრდებიან ესენი.სხვისთვის რომ მეტი ბარგიაშენი ლექსები, ესენინ,კარგია, მეტად კარგია.
როგორ გაბედეს ჩვენებმა -შეურაცხყოფა ასეთი...მათ წყევლად მოეჩვენება17 თებერვლის გაზეთი...ტფილისი
1926
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი