↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს:რა გრიგალია, რა ხმაურობა...ეხლა უშენოდ, ღელვათა შორისმიდის პოეტის მოგზაურობა.
ნუ გებრალები! ამ ქვეყნად არვისსმე არ მოველი მოსვლას უშორესს,როდესაც ესმისთ სიმღერა მგზავრის,ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს.
ჩემი სიცოცხლე ბრძოლამ დალია,თუმც მწუხარებით არ ვითალხები,ჩემი ცხოვრება ქარიშხალია,ერთიმეორეს გლეჯენ ტალღები.
მაგრამ რომ შემხვდეს შენი თვალები,როგორც შეფერის თვალთა სისწორეს,რა აღტაცებით მე და ტალღებიგადვეხვევოდით ერთიმეორეს.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი