პოეზია · ლირიკა
შვილებისადმი
მხოლოდ ლექსისთვის თუ დავიბადე,დაჩაგრულმყავხართ, ჩემო შვილებო,გამხმარ პურზე და ჭიქა ცივ წყალზეობოლ-გერივით გამოზრდილებო.ვერ მოგიარეთ, სხვა ვინ გემშობლოთ,ფიქრი ჩრდილივით წამომეტანა,ირგლივ სულ მგლები ნთქავდნენ სამშობლოს,რა მექნა, თქვენთვის რა მომეტანა?არ დაემდუროთ უპოვარ მამას,თუ მოვლენ ჩემზე ღონიერები,მე ჩრდილში ყოფნა ვირჩიე, რადგანმზეზე ლაღობდნენ მორიელები.ჩაწყვეტილია გულის მყესები,დარდი ვალივით მადევს ულევიდა მენანება ჩემი ლექსები,სტრიქონ და სტრიქონ ნამარხულევი.ჰოდა, ჩემს ბწკარებს, ჯანი გავარდეს,გიტოვებთ, გერგოთ მამის ანდერძად,დროის სიმწარით, მე ის მადარდებსთქვენი ბავშვობაც ხომ არ დაბერდა...