↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფრანსუა ვიიონი

შემოქმედელი დავით

2026-07-181 წთ საკითხავი1477 ნახვა

—
მე გამოვდივარ შუაღამისას,როცა თქვენ გძინავთ სოროში ფრთხილად,და ბრილიანტის ჭაღებში ბზინავს,ათიათასი ბროლი თუ მინა.თქვენ თქვენი წილი ცოდვებით ალბათ,მიეშურებით ღამეს და ფიქრებს,და ვეღარც ამჩნევთ, გზისპირას ახლა,ვიღაცა თავის სიმღერას იწყებს.მიებჯინება საღამოს შიშიყელში და ისე აცეცებს თვალებს,მერე სისხლიან ყვავილებს ძილში,კოცნის ქალაქის მტვრიანი მთვარე.ჩემია ახლა ეს ცა, ეს მიწა,ეს ვარსკლავები, ღრუბლის ნაჭერი,და მე თუ არა , ვინ უნდა გითხრათ,რაც მაჭდევია სულში სათქმელი.და თუ შფოთით და დებოშით ვცხოვრობ,მე ზოგჯერ იის ჩურჩულიც მესმის,თქვენ, ბატონებო, ვერცხლი და ოქრო,მე დამიტოვეთ სარკმელი ზეცის...

შემოქმედელი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი