პოეზია · ლირიკა
ჩემი პასუხი ექს X-ს
ჩემი პასუხი ექს X-ს,სხვა გვირგვინოსან მგოსნებს.ვინც გესლიანი ლექსითგადახსნილ გულში მკოცნეს.
ვინც რიგით განადიდესყველა კერპი და მეფედა პორნოპარნასიდანმეც ბევრჯერ ჩამომყეფეს.
თუ ემხობოდა ტახტი,თქვენ ემხრობოდით დემოსს.გარდამავალი სახრითსანამდე უნდა მცემოთ.
ბევრი ბალღური იჭვირა ფუჭად შეგალიეთ,ვინც შეალიეთ ნიჭირეგვნებს და რეგალიებს.
ვინც გაერიდა ნახირსგასწიეთ საკუბოედ.პატივს ვერავინ აჰყრისღმრთისგან ხელდასმულ პოეტს.
მე ჩემი ღმერთი მმოძღვრავს,მე ჩემი ღმერთის მესმის.თუმც ტყვე ვარ, თქვენგან ცოცხლადშემოღობილი მესრის.
ლპება მესერი ძველი,წაქცევაზეა ღობე,არც თქვენ ხართ შეუცვლელი,თავს სხვები წამოჰყოფენ.
მე თქვენი ვალი არ მაქვს...თქვენ ჩემი არა გმართებთ...ღმერთი მოუსმენს ყველას,მაგრამ მიიღებს მართლებს.