↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფრიდონ ხალვაშს

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6071 ნახვა

—
„ომრი” - მეომრის წიგნია,დროსთან რომ ჰქონდა ომი.დღეიდან დროც არ მგონიაშენი წაქცევის მდომი.
გიცქერის, როგორც თანასწორს,ხოლო უგვარო მტრებმა -უღრინონ, არა შენს სახელს,თავის სრულ გაკოტრებას.
მეც, მახსოვს, ჯეელობაში,შეგჭიდებივარ ჭარმაგს;თუმც, შენი ფასი ვიცოდისულ და საოხიც არ მაქვს.
მე გესიტყვები ხვალიდან,შენ შენი გითქვამს გუშინ.არ მჯერა, ღმერთი არ თვლემდესნაღდი პოეტის გულში.
შენს წიგნებს ბევრჯერ ჩახედავსდუნია - მემლექეთი.მე მიყვარს შენი სოფელმთა,როგორც პარნასი ქედის.
ისევ მაგარი ბიჭი ხარ,ბევრს დააბერებ კიდევ.გაჩხრეკ ფიქრების ნაკვერჩხალს,გულზე ცეცხლს მოგვიკიდებ.
ორად გაყოფილს ტიროდი,დღეს გავყოფილვართ ასად;დღეს წასასვლელი ბევრია,გამოსავალი არსად.
ღმერთო, შენ მოეც ჭკვაღონეზემო და ქვემო ქართველს;ვინც გააცოცხლებს იუდასსულსაც ის ამოგვართმევს.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი