↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზეო, დადექ და დაჰგვიანდი

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2548 ნახვა

—
მზეო, დადექ და დაჰგვიანდი,წამ-წამი მაინც შეიცადე,საწუთროში ხომ შენი პეშვითშევსვი, რაც უნდა მსომებოდა.მაშ, დადექი და დაჰგვიანდი,სანამ დედა არ შემიცხადებს,იქნება ბეჩავს აღარ ვეშვი,რომ კი სიკვდილი ხსომებოდა.
სიკვდილ-სიცოცხლის ვარ რჩეული,სულში ტკივილმა დაივანა.ჩემს სოლოს მიეც, მზეო, ბანი,ვიდრე ლეთას არ წავყოლივარ.მაცვია ლექსის ვარდეული,მაფორიაქებს სევდის ნანა,ვარ სიყვარულის დედოფალიდა სიყვარულზე დამყოლი ვარ.
სულის სავანე სულეთია,მეც სულეთს სულის გამო ვნახავ,იქ უფლისწული სიკვდილია,ცნობისწადილს რომ მიათმაგებს,როცა იქნება, სულერთია,ღამის სამანებს გადმოვლახავდა დავუკოცნი ცივდილიანვარდს, ნამძინარევს, ცვრიან ბაგეს

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი