პოეზია · ლირიკა
სარკმელი
(ხმელი ლექსებიდან)
ხსოვნა_ მოსაწყენი გამოცდილებაა.არაფერია იქ ნედლი და მოულოდნელი.დაცულია სიტყვისგან _ რისკი.
ნანგრევების ქვა,შეყვარებულია წარსულზე დავერ თავისუფლდება მისგან.
აქ იყო დრო.დარჩა _ ადგილი.არ იწმინდება ფიქრი,მტვრის ფენებს შორისშარშანდელი და დღევანდელი.
ამოგხედავენ მობეზრებული ნივთები შიშით.
აქ იყო კარი.დარჩა _ ფანჯარა.და როცა კარგავ _ გიხარია,რადგანაც გჯერა: ეს უკვე მოხდა.
ვერ იხანგრძლივებს ჩასაფრება ნეტარებას.
ესაა მეხსიერების თვისება,მოყვები თავიდან თუ ბოლოდან,მაინც არაფერი იცვლება.