პოეზია · ლირიკა
ივანე ჯავახიშვილისადმი
ლადო ასათიანი 1917–1943
როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელშიშებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,სამეფო კვერთხით სამეუფეო ტახტზე მჯდომარე.
როგორც მლოცველი, მზედალეულ ლანდთა მხილველი,ძველ ქართულ სიტყვას, მოუხმობდი, აბატონებდი,და ნათლდებოდნენ შენს თვალებში გასაკვირველადქართლის ცხოვრების ფერწასული კაბადონები.
ფოთლისა გვარად ცახცახებდა ფურცელი ძველი,რომ გაცოცხლება შენს ბაგეთა შიგან ეღირსა:ხან პატივაყრილ ქრისტეანთა ცრემლები მწველიდა ხან ჭიხვინი გამხეცებულ თემურლენგისა.
ვით ჯადოკაცი, უხსოვარი დროის უბეშიშეიჭრებოდი, რომ იქიდან გამოგეტანაპერგამენტივით დახვეული ფიქრის ღრუბელიდა შემდეგ მაინც “კი მაგრამა” გეთქვა ნეტარად.
დახავსებული პალატები ერთხმად ამღერდნენ,ოდეს უტყვ სულში ჩასწვდათ შენი ხმა უვნებელი,ნათელო კაცო, სიკვდილის ფრთა ვერ დაგაბნელებს,შენ საქართველოს ისტორიის ხარ სჯულმდებელი!
ნათელო კაცო, თუმც განხვედი და განისვენე,შენი ჭაღარა ძველებურად ისევ კაშკაშებს,ისევ კაშკაშებს და წიგნისკენ უხმობს ისევეშავულვაშიან და შავგვრემან ქართველ ვაჟკაცებს.
როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელშიშებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,სამეფო კვერთხით სამეუფო ტახტზე მჯდომარე.
1941