↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოქაჩეთ მოტივეთ

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3127 ნახვა

—
გიჟივით მაწყდებათბილისის ქუჩებიქაშვეთის მოტივით,ვიცი გავგიჟდებიდანისლივით გავწვებიაქ შუა ქუჩაში.ლადო და ფიროსმან!ის ძველი ტფილისიმოქაჩეთ...მოტივეთ...ოღონდაც მეტეხთან,ოღონდაც რიყეზე...ცას გორგასლიანისცას,სუფრად თუ გაშლით.მოდილიანივითპარიზის ქუჩებში მემოვკვდე უღმერთოდ,მე არ დავიდარდებ,მე არ მეტკინება.თვალები იტყვიანჩურჩულით უხმეთო,ჩურჩულით უხმეთობოლო შერკინებას.მე თქვენი ხალისი,თქვენი ქართველობადა თქვენი ამბორიგზას გამიადვილებს.შემდეგ გამიძღვებით,წინ ჟამის წირვაზემონასტერს თაბორის.და ჩოქვით მოვიართსაყვარელ ადგილებს.ტატო და ფიროსმან!ტატო და ფიროსმან!მტკვრის სანაპიროსთან,იელვებს ფირუზიგალას საფირონთა.ოღონდაც მეტეხთანოღონდათ რიყეზეცასგორგასლიანისცასსუფრად თუ გაშლით...პლანეტას მოწყდებათბილისის ქუჩებიქაშვეთის მოტივით.ვიცი გავგიჟდებიდაგზებივით გავწვებიაქშუა ქუჩაში.ლადო და ფიროსმან!ის ძველი ტბილისიმოქაჩეთ მოტივეთ!მოქაჩეთ მოტივეთ!მოქაჩეთ მოტივეთ!
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი