პოეზია · ლირიკა
მოხუცი დედის მკლავებივით
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
მოხუცი დედის მკლავებივით დახრილ ტოტებზეუზრუნველად თვლემენ ფოთლები,ისეთი სიჩუმეა, სიჩუმის ხმას გაიგებს კაცი,ამ ფოთლების სუნთქვას კი არა,ამ ბალახის სუნთქვას კი არა,ვდგავარ,თითქოს ხეები არ მენახოს, არც ბალახებითითქოს არც ღამე არ მენახოს,ისე შევყურებ ამ ხეებს, ფოთლებს,ამ ბალახებს...მოკლედ:მიყვარხარ.