პოეზია · ლირიკა
ნე
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
იცი ნეაქ მზე ისე იშვიათად მეღიმებაისე იშვიათადლამის სიცხიანი ქუჩაში გამოვიდეგამვლელ-გამომვლელიყველა სათითაოდ გავაჩერო დასიყვარულში გამოუტყდემზემ კი მეტისმეტი მორიდებითქალწულობა დაკარგოს დაგაწითლდესირლანდიური "Pub"-ები დამზე რომ ყველაზე ახლოაიმ ქუჩაზე მოსეირნესუფრო ხშირად უჩემობა მემართებაუშენობა ხომ ლამისსაძილე არტერიად მექცა დაროგორც არ უნდა მინდოდესოცდაოთხი საათი მესინჯებაუარესს გეტყვიდღეს ავტობუსის გაჩერებაზესაკუთარმა თავმა ჩამიარაისეთი ბედნიერი ჩანდაიქნებ თბილ სახლშიც ბრუნდებოდარა დამემართაკიდევ კარგიენაჩავარდნილს ვიღაცამ საათი მკითხანე შეშლილობამდე მივყავარ მარტოობასისე უტეხად შემომცქერისლამის თვალები დავითხაროდაბოლოს და თუ მაინც ვინმეჩუმად იმიტომ კი არ არისრომ სათქმელი არაფერი აქვსუბრალოდ გულწრფელიადაღლამდე ჩვენიიცინე?