↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა მძიმე ცხოვრება გაქვს

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3132 ნახვა

—
"სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე"გიორგი საჯაია
რა მძიმე ცხოვრება გაქვს, ჩემ თავსაც არ გაცლიან.ასეთი უიმედო, ან როგორ გადაგირჩი?ერთმანეთს დაპირებებს უცვლიან სამასწლიან,ყვავები სახურავზე და ისიც ამ ამინდში
მშურს მეთქი ამ ყვავების_ვერ გეტყვი სამწუხარდასეთი სიცოცხლისთვის, ზედმეტად მეცოდები.მთელი დღე, რომ ვიღაცამ საკენკი დაუყაროს,ელიან... ამასაც თუ სიცოცხლე ეწოდება!
მზე როცა მილიონი ფორლონგის აცილებით,დათვრა და სიმბოლურად ყავაში ამოვიდა.ზედმეტად მიეჩვიე ტაბლეტებს საძილე დაამ ბოლოს საერთოდაც, ადგომას საწოლიდან,
ცოტაც და შეეშვები იმდენად ეზარები...და ახლა მითუმეტეს მეტყვი, რომ სულერთია!თუ როგორ ჩაივლიან_დღეები მეძავები...საათიც, დრო რომ ჰკითხო, არავის უკეთია!
რა მძიმე ცხოვრება გაქვს, ერთერთმა ყვავთაგანმაციცის რომ გაწვიმდება. და როგორ გადაგირჩე?რომელი გასაფრენი... რომელი გასაქანი...ისიც ამ ცხოვრებაში და ისიც ამ ამინდში.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი