↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორა ხარ?

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-182 წთ საკითხავი3129 ნახვა

—
"ცა რომელსაც ლექსივით კითხულობენ",როცა არ უნდა აიხედო,ყოველთვისცამდე მართალი,ჩემი შეყვარებულის თვალების ფერია.
ჩემს შეყვარებულსმუქი ცისფერი თვალებიდაციური ღიმილი აქვს.
როცა თბილისითავის დროზე ვერასოდეს იღვიძებს,მეგობრის საფლავზე დაწერილი სტროფებივითსევდიანია.რომ ვინმე ზედმეტად პოეტმა ადღეგრძელოს,მერე ადგესდაბოკალში ვერმუტივით გამოცლილი ღამე,იმ იმედით, რომ ისევ დაბრუნდება,თვალს და ხელს შუაგააპაროს.რომ მოგონილმა მემაწვნემდილა უთენია დაიბღავლოს,რომ მოგონილი მამასამსახურში წავიდეს,რომ მოგონილმა დედამნამძინარები თვალებითდაფინჯანი ყავით გააცილოს.რომ ჩემი შეყვარებულის თვალების ფერი ცაისეთი ახლოა,უნებლიედ ფეხის წვერებზე მინდა ავიწიო,კისერი მოვიღეროდა ჯერ კიდევ ძილისგუდა ვარსკვლავებითდაკოპლილ ტუჩებზე''მიყვარხარ''--მეთქი, დავაწერო.
ამას წინათმოვიდა დაწვიმის წვეთებივითმთელი ღამე მეჩურჩულებოდა,ისეთი გულახდილი იყო,ვერც კი შევკადრე,მე ამ ენაზეძალიან ცუდად ვსაუბრობ-მეთქი.რომ გაათავა,მაშინღა მიხვდაბევრი არაფერი მესმოდა.ასეთი ბედი მაქვსო,ვისაც რა არ უნდა ვუთხრა,ვერავინ გამიგებსო.მე კიდე ჩავჩიჩინებ,მე ხომ გიგებ,მე ხომ თანაგიგრძნობ?მეტი რაღა გინდა?!ვერ ხედავ?
მე ადამიანი ვარდაამოდენა ქვეყანაზეხმის გამცემიც აღარავინ შემრჩენია.მე ადამიანი ვარდაამოდენა ქვეყანაშითავი ვერავიზე მიმიყრდვნია,რომგულაჩუყებული,ბავშვივით ავზლუქუნდე.და უარესიც,ამოდენა ქვეყანაზე,მე ხომ მართლა არაფერი გამაჩნია?!უკვე უსაშველოდ გაწელილი სიკვდილის გარდა,რომელსაც შავი ლაბადა აცვიადა ყოველ ღამე სასთუმალთან მიზის,ყოველთვის პროფილში და ყოველთვის მდუმარე.არადა ,იმ დღეს ვეუბნები,ოღონდ რამე სთქვიდა თუ გინდაიმ შენს საიქიოსხელში აყვანილს ჩაგარბენინებ-მეთქი.,მაგრამ ვინ გისმინა?!ასე აქვს ნაბრძანები.სადღაც, მაგისიც მესმის.ჩვენ ხომ ყველავიღაცის მიერუნაკლოდ "შესრულებულ"დრამას ვთამაშობთ?!მერე ბატონი გაუმართლებლობა?! -- ჩემი პირადი დაცვა,რომელიცგულის ფეთქვასავითდედის მუცლიდან თან მსდევსდა მოგონილი მშობლებივითგვერდიდან არ მიშორებს.ან ფილტვებშიჟანგბადივით ჩაგუბებული მარტოობა?!
ერთი სიტყვით,ცა, რომელსაც ლექსივით კითხულობენ,გამეცალადა იმის მერეაღარ დაბრუნებულა.
მოწევა მომინდა,მაგრამ ბოლო ღერი სიგარეტიც,ქუჩაში რომ გიჟი ქალი შემხვდა,იმისთვის მიმიცია.აი, მთელი შენი-''როგორა ხარ.?"
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი