↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტი

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10960 ნახვა

—
თაყვანი მზისგან უარყოფილებს,შეღამებით რომ გაოცებულან,ნაღდი პოეტის მახსოვს პროფილელექსით და ღვინით დაოსებული.
ეს გზა ეკლებით სხვამ რამ მოჰფინა,თუ არა შურმა, თუ არა ეჭვმა,ნაღდი პოეტის შექმნა პროფილად,წალენჯიხიდან მოსულმა ბიჭმა.
დაბალი ცა და... ქალაქში უფროხმამაღლა რეკენ შურის ზარები,შემოსხდომიან სამეფო სუფრასინტელიგენტი დინოზავრები.
ჩვენ თვით სიკვდილსაც არ დაგვაცლიან,ცამ თვალთან ერთად ფერრიც წაგართვა,მაინც ყოველგვარ დეკორაციასნაღდი პოეტის ხელი წარმართავს.
და გვიხარია უარყოფილიერთად წყობილი ლალი და ხვიჭა...ნაღდი პოეტის შექმნა პროფილეწალენჯიხიდან მოსულმა ბიჭმა.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი