↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაავდრალი

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20980 ნახვა

—
(ჩემს ძმას, გიორგი გაბაიძეს)
ლამპიონები თითებს უთბობს ორთქლით ნოემბერსდა შემოდგომა ზამთარს უთმობს წვიმას, ქოლგასაცრადგანაც აწმყო უკვე აღარ ესათნოებამეტეხთან ცხენით შეუტოპავს მტკვარში გორგასალს,
ჰა, ფიქრი ისევ შევახიე ბარდისფერ ეკლებს...გამეჭრა ლექსი და სტროფიდან წვეთავს გულისთქმა,ხელმოცარული ბღავის ჩემში მეფე ერეკლეამდროს ვიღაც კი სამ ასოს და სინდისს ურითმავს...
მე მეჩვენება სადღაც, ჩვენში ყვირის დავითი...და სადღაც სხვაგან სხვა დავითი გლოვობს ცუდ ამინდს,ამდენ ტკივილებს ორ მჯიღ გულში მანამ დავიტევთ,სანამ სამყაროს გადაუვლის ცრემლის ცუნამი...
სანამ დასავლეთს დაატყდება მეორე წარღვნა,აღმოსავლეთით გამოჩნდება ისევ მესიამითხარი ერთი, საქართველო ასე რამ გარყვნა?!რამ დაამგვანა ნასახლარს და ნაეკლესიარს?!...
ცხვირიდან წვიმა ძმრად ადინა ამინდმა ზამთარსდღემ თავის ნებით გაითხარა ღამით სამარე...გადაიკეთა სახელი და დაირქვა თამთა...და აატირა ნაფრესკალი წმინდა თამარის...
გოგომ რომელმაც სიყვარულის იწამა ამ წამს,გოგომ, რომელიც თითებს ითბობს სანთებელათი...გოგომ, რომელიც საშუალებას, შვილისგან დამცავსთანმიმდევრობით მოიხმარდა სპექტრულ. ფერადი
ბედმა ინება - ნაადრევად დაგვჩემდა გლოვა,ვეღარ დავუცდი, სანამ ვინმე სანთელს ამინთებს...თბილისურ ზამთარს სადაცაა წასკდება თოვაცრა დაგვრჩენია დაველოდოთ მზიან ამინდებს.
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი