პოეზია · ლირიკა
მე - ცოლი
მე ვარ კამოდი და ვინახავ:შენს საცვლებს,შენს სინთეზურ ძონძებს,შენს ნაწერებიან ქაღალდებს,შენს ფულს - ხანდახან.ჩემს ერთ უჯრაში შენი სხეულის ნაწილებია,მეორეში - სული შენი.შენ გეშინია ვიღაცის ხელის, ხუთთითა ხელისდა ამიტომყოველდღე მკეტავ.მე - მიხარია.მე ვარ კამოდი და სადაც არ უნდა წახვიდეალბათ,ფეხს ავიდგამ და დაგედევნები.