პოეზია · ლირიკა
დედა-თბილისი, მამა-იმერეთი
ჩემ მამულში გადაჯიშდა კოინდარი,ახლა თურმე მრავალძარღვა ამოსულა.ამ ქალაქში განა რა ჩამოვიტანე?ქუჩა-ქუჩა დავაბიჯებ ქაოსურად.რა მინდოდა? მე რომელი ტერენტი ვარ?ვფიქრობ ფხიზელ გონებაზე.მთვრალი არ ვარ.ეს თბილისი სულში რად შემომეტირამუდამ სახემომღიმარი მთვარიანად?..პლეხანოვზე ჭადრები რომ დაირწევა,მოვიგონებ გალას _ მეფე გალაკტიონს!მე თბილისმა მიშვილა და ჩამიწერა,ჩემმა მამა-იმერეთმა მაპატიოს.ზედვაკიდან ზედ ვაკეში ჩამოვსახლდი,ლიხს იქეთის კარი გამოვიხურე და...მოხუცივით მომლოდინე ჩემი სახლიშეცივნული დგას და გზისკენ იყურება.