↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბოლო პოეტი ვარ

აბესაძე (ზედვაკელი) გიო

2026-07-181 წთ საკითხავი2894 ნახვა

—
ბოლო სიგარეტი ისე,განწყობისთვის...ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო.თავს რომ მაწონებდი,მომაწონე.შენ თმებს გამოვები,არსად აღარ წავალ.ჩემი არეული ქუჩა გავასწორე,ღამე მივალაგე საწოლივით.როგორ მოგეფერო, არ მასწავლო.ისე ლამაზი ხარ დაწოლილი,აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია,რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ.სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული-სუნთქვაც მესმის შენი,თავიც არ დამადო.შენი სიახლოვე უფრო სიშორეა,შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი.სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან,მანამ ფანჯარასთან იქნებ შენ მოხვიდე.შემომხედო...მე ხომ ბოლო პოეტი ვარ,ლექსებს უგულობა ასამარებს.ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად,ჩემი პოეზია-დასამალად.
აბესაძე (ზედვაკელი) გიო

აბესაძე (ზედვაკელი) გიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი