↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი,ლექსად მი-წერილი

აბესაძე (ზედვაკელი) გიო

2026-07-181 წთ საკითხავი2907 ნახვა

—
ბებო,ალბათ,მანდ მთვარეა,არა?მე რომ მიყვარს- ოქროსფერი მთვარე.ახლა სევდა სულში შემეპარა,ძველი ოდა ენატრება თვალებს.ბებერ ხარებს მოაქვთ, ალბათ, შეშაუდაბური და ნოტიო ტყიდან.დამასველოს შემოდგომის თქეშმა,შემოდგომით მთვრალი ვიყო, მინდა.ალბათ,დიდი ქეიფი აქვთ ფუტკრებს,ეხვევიან დახვავებულ ყურძენს.მოხუცებმა ჩემზე რამე თუ თქვეს,უთხარი, რომ არ ვივიწყებ ფუძეს.უთხარი, რომ მე მანდა ვარ ახლა,რომ ლექსებით ვეფერები მთა-ველს,მილიონიც რომ გაძლიოს კაცმა,არვის მისცე, არ დავუთმობ მტკაველს.მომიარე ორშიმოს და ქვევრებსსანამ მოვალ, სანამ მოვალ ბებო.მე ვიცოდე, მე ვიცოდე მერე,ფოთლებისგან გაძარცვულო მთებო...
აბესაძე (ზედვაკელი) გიო

აბესაძე (ზედვაკელი) გიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი