↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მივარდნილი აივანი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96972 ნახვა

—
ამპარტავანი თათარი,ეზოში დადის მამალი,მახსოვს მოხუცი ჭადარიდა ძველი დასტურ-ლამალი,
მახსოვს მივარდნილ აივნისჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.ახლაც ხანდახან გაივლისჩვენი კნეინა - კაკაბი.
სიმინდის ანაქურჩალითკოკა, შედგმული გაროზზე,მაღალ ტანით და ჭურჭელითკაკაბი მიდის წყაროზე.
გახმა ბოსტანში მწვანილი!და ოხრავს ჭმუნვით მოცულითავადი ვაშლოვანელი,ხანდახან ჩემთან მოსული.
რა უბედური ქარია!წამოველ... ვიცი, მელოდი!დავლიეთ, გაგიხარია...ვამაყობ საქართველოთი!
ოქტავებით ვწერ პოემას,ესეც საქმეა თუ არა?და სოფლის უდაბნოებასამ ზარმაც გადაუარა.
და მეგობარიც ხანდახანუთუოდ მოვა, თუ ელი:თბილისში მეფობს თათარხან,ღვინო, დუელი, დუელი!
სასახლე გახდა თილისმა!არ არის არც საშინელი:კარგად გაიცნო თბილისმაჩინებულება ჩინელი.
რა უბედური ქარია!წამოველ... ვიცი, მელოდი!..დავლიეთ, გაგიხარია...ვამაყობ საქართველოთი!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი