↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტუმრად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
რამდენიმე დღე მივდივარ,ქვეშ ბალახი მეგება.ჩემს ძახილზე: მასპინძელო!ქალი გამომეგება.თავსაფარი გაისწორა,სახლში შემიპატიჟა,ჩანს, რომ ძველი მეგობრობასიშორემ ვერ გათიშა.- ჩემი ქმარი შინ არ არისშემობრძანდით ოჯახად.სადაც არის, გეახლებათ,მოითმინეთ ცოტა ხანს.იდგნენ ცაცხვი და მუხებიუმაღლესი წვეროთი,მე მაღალი აივნიდანშავ ზღვას გადავცქეროდი.აგე, მოდის მეგობარიც!..შედგა, სადაც ვერხვია,მერე მოსწყდა, სიხარულითშემხვდა, გადამეხვია.აკაშკაშდა ცაზე მთვარე.სუფრა... რა დარებია...ბევრი, ბევრი, ძმავ, კარგი დროერთად გვიტარებია!მოგონებათ ნაკადებისიხარულის მფენია:სიყმაწვილე, მეგობრები,ლექსი, შოთას გენია!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი