↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტრიქონები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
1აგერ ვაზები, სიმინდები და ტყე მზიანი,საღამოს ქარი - მოძახილი იყო ახოთა.აჩქარებული, მხიარული, თავაზიანი„უნდა იცოცხლო“ - დედამიწა გაიძახოდა.
2გათენდა დილა და ალისფერად,შემოიბურა აღმოსავლეთი,ყველგან სტველია და ჟრიამული,მხოლოდ ზეცაში არაა ღმერთი.მხოლოდ ქვეყნების მაცოცხლებელი,გადმოიღვარა სიცოცხლე - ძალა,და აბობოქრდა, და აღტაცებითშრომის სიმღერა დააგრიალა.
3განახლებისკენ, განახლებისკენმიისწრაფოდეს ფიქრი რჩეული,საკაცობრიო გზათა ბრძოლაშისიმშვიდის სიტყვებს გადაჩვეული.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი