↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95265 ნახვა

—
სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს,ღვინო ეძებდა სულ სხვას პირიქითდა შემდეგ უცნობ პიანინოებსატრიალებდა ტანჯვის ლირიკით.როგორც მრავალი ვარდების მფენი,მას სული ჰქონდა უხვად ციური,მასში მრავალი იყო შოპენიდა პაგანინი ფანტასტიური.მას საქართველომ გადაუზნიქავერხვები შორი ალაზანისადა აი, ეხლა მისი მუსიკაჩვენი ისლების რხევამ დანისლა.მშვენიერია ეფექტი მისიიქ, სადაც სიტყვა თავდება ძველი,ოდეს თავისი და არასხვისიცრემლებით თვალი უბრწყინავს სველი.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი