↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სურვილი

მესხი რობერტ

2026-07-181 წთ საკითხავი4353 ნახვა

—
სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო,მინდორი მინდა მოვთიბო და ბალახი გულზე დავიყარო.სუ ერთიანად გაოფლილმა პირზე შევისხა წყაროს წყალი,საყდარს მივადგე, იქ მოვიდეს ოქროსთმიანი ჩემი ქალი.ლოცვა ლექსივით წაიკითხოს, ფრთხილად დაუყვეს ღრეს და ბექობს,სახლის ჭიშკართან დიდი ძაღლი კუდის ქიცინით მომეგებოს.ზამთარში თოვლი მოვიდეს და ბუხარში ცეცხლი ბრიალებდეს,დღე _ მარნის კარი, ღამ-ღამობით ჩვენი საწოლი ჭრიალებდეს,ცხრა თვეში ვაჟი მეყოლოს და... კიდევ გავიდეს ათიოდე...მე აშო ჩელას~ ვმღეროდე და გაღიმებული დავდიოდე...სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო,სიმინდი მინდა მოვტეხო და ცვარ-ნამი გულზე დავიყარო.

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი