პოეზია · ლირიკა
*** "ვიცი: არცა წყალს" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ვიცი: არცა წყალს, არცა ტკბილ ღვინოსარასდროს დავლევთ ერთი ჭიქიდან,არ დავიძინებთ ერთ ჭერქვეშ ღამე,ამბორს ვერ ვუძღვნით ერთურთს ცისკრისას.შენ მზითა სუნთქავ, მე ვსუნთქავ მთვარით,მაგრამ ორივე ტრფობით ვართ მთვრალი.
შენ მხიარული სატრფო გყავს გვერდით,მე _ მეგობარი ერთგული, ნაზი,მაგრამ თვალებში შიშის კვალს გამჩნევდა მას ნაცნობი ბეჭედი აზის.სულ ერთი წამით ერთმანეთს ვხვდებით,თავს არა ვკარგავთ უგონო ვნებით.
მაგრამ შენს ლექსში სუნთქვაა ჩემი,ხოლო ჩემსაში _ შენი ხმა ისმის,ხომ არის ცეცხლი, რომ ვერ ჩააქრობსდრო, დავიწყება, რაღაცის შიში.სულ მახსოვს (ხსოვნას ვერ ვეურჩები!)ეგ ვარდისფერი, მშრალი ტუჩები.