↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მინდა, გავფრინდე შორეულ ქვეყნებში"

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7031 ნახვა

—
მინდა, გავფრინდე შორეულ ქვეყნებშიდა შევიბნიო გულისპირზე დაბნეულიცისკრის ღიმილი შენი თითებით,მინდა, გავექცე ამ ქვეყნიურ სევდას და ტკივილს,ჩამოვხსნა ნიღაბი ყველა მათხოვარსდა გავაშიშვლო მათი სული,ჭაობივით ამოუცნობი დაისეთივე, როგორც ჩვენი არსებობა.მე ხომ ცხოვრებას იმ თამაშს ვეთამაშები,რომელიც არასოდეს მითამაშიადა ხელისცეცებით მივყვები ბილიკსჩემი დასასრულისაკენ...წინ კი ეშმაკი მიმიძღვის მაცდური ღიმილითდა თავისი სამოთხისაკენ მეპატიჟება.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი