↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მომბეზრდი, ჩემო გამოგონილო ბედნიერებავ"

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7032 ნახვა

—
მომბეზრდი, ჩემო გამოგონილო ბედნიერებავ,ჩემი სახლის კართან ჩამუხლულო...მომბეზრდი, ჩემო დიდო სახლო,გამოგონილი სითბოთი სავსევ...იმედების ფერადო ბუშტებო,ძლივს შეკავებულებო, რომ არ გასკდეთ და არ დაიფანტოთ.ღიმილო, სახეზე შეყინულო და თვალის გუგებზე გადაკრულო ცივი ყინულის ნატეხების დასაფარავად,სანთლით ხელში ტაძარში შესულო ათი მცნებიდან ერთერთის დასარღვევად სალოცავად.მუხლებზე მხოლოდ ერტხელ წრფელად დაცემულოგულიდან ამოსული ტკივილის ამოსათქმელად.გთხოვ,ნუღარ ჩაიმუხლებ ჩემი სახლის კარებთან, ის დიდია და ცივი...ჩუმად იყავი და მაშინ დავიჯერებ, რომ ყალბი არა ხარ.ნუ გამოსცემ ხმამაღალ ბგერებს, რომლებსაც ვერავინ გაიგებს.ნუ იტირებ იქ, სადაც არავინ მოგწმენდს ცრემლებსდა ნუ იცინებ იქ, სადაც სიცილიც ისეთივე ყალბია, როგორც ჩემი გამოგონილი სიმყუდროვე.მომბეზრდი, ჩემო დიდო სახლო, სავსევ უშენობით.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი