↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცნება

მეტრეველი ბორის

2026-07-181 წთ საკითხავი381 ნახვა

—
თენდება, მესმის ჭიკჭიკი ჩიტთა,ვაზნარში ვდგავარ ისე, ვით მეზვრე.მზე ამოდის თუ ეგრისის ტყიდანშენ შემოდიხარ კოლხეთის ველზე?
თვალწინ ცოცხლდები ღვთაებასავითდა ელფერს მატებ მშობლიურ მხარეს,ამშვენებ, როგორც ცისკრის ვარსკვლავიკოლხეთის ველს და რიონის ჭალებს.
მზერად ვიქეცი. ტანკენარ ქალწულსროგორ გიხდება კაბა მზისფერისაით ისწრაფვი, ვის ახვევს თავბრუსეგ მოელვარე თვალთა ისრები?
ტანზე ცეცხლივით დარდი წამკიდე,გამწყრალი გული გონებას ებრძვის,მტრედო, ბუდიდან შორს არ გაფრინდე,ჯანდაბას იქით ის ოქროს ვერძი!
სულში დაირხა შიშის ქარები,გიცქერი, სიმწრის ოფლით ვსველდები,ასე წარმტაცი და საყვარელიუცხო მიწისთვის არ მემეტები.
წინ მიისწრავი, როგორც ირემი,კარგავ მშობლიურ ცასა და ხმელეთს,შენ სიყვარულის გრიგალს მიყვები,როგორც ნაფოტი რიონის ჩქერებს.
ველზე დაგრძელდნენ ჩრდილები ხეთადა უბაცდება ლამაზ დღეს ფერი.შავი ზღვის იქით მზე ჩადის ნეტავ,თუ შენ დატოვე კოლხეთის ველი?

მეტრეველი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი