პოეზია · ლირიკა
ვინ გაბედავს
ვინ გაბედავს, რომ დღეს ჩემთვისთუნდაც სიტყვით გადაღობოსერთი ეზო, ერთი ყანა,სალხინო და სალაღობო.
როცა მტერი სამშობლოზემოდიოდა გადარევით,ჭოროხისპირს დაცემულაგურულიც და აჭარელიც.
ვინ ეძებდა _ საიდან ხარ:ტყვია როდი გვანსხვავებდა,ჩვენს მიწაზე ჩვენი სისხლიბრიალებდა ვარსკვლავებად.
ჩემი კარგი წინაპარი,რვალივით რომ გაიჭედა,ცხელი გულით აიმართასაქართველოს კარიბჭედა.
ქოხი დასწვეს აჭარაშიდა იმ დამწვარ ქოხში არიძველისძველი მისი ძვლები,მისი სისხლის ოხშივარი.ზოგი ხმალში დაიხოცამკერდზე მკერდის დაფარებით,მიწას, როგორც ძუძუები,დასტყობია საფლავები.
დახეული ჩვენი მიწა,მათი ძარღვით შეიკერა,ამიტომაც ერთი არისდღეს ჩემი და შენი კერა.
მამულო და დედულეთო,დედავ _ მიწავ სალოცავო,ჩემი გული, როგორც თასი,შენთვის უნდა გამოვცალო.
1960