პოეზია · ლირიკა
შეშის დახერხვა დეკემბრის დილით
მოვიდა დიდი თოვლი _ მშიერ შოშიას გაუთოვდა.მოვიდა დიდი თოვლი _ დიდი ზეწარი გაუთოვდა.ავალ, გადავკრავ არაყს _ აღარ იქნება უარყობა!გადი _ გამოდის ხერხი, ვით უარყოფის უარყოფა.ისევ გამოჩნდა თოვლში შენი თვალების ია ლურჯი!მსურს სიარული თოვლში, და შენზე ფიქრი სიარულში!ერთსაც გადავკრავ, ჭოლა! _ აღარ იქნება უარყობა!... გადი _ გამოდის ხერხი, ვით უარყოფის უარყოფა!..