პოეზია · ლირიკა
შინაბერა დობილის ლექსი
(თითქმის ექსპრომტი. თითქმის დაკვეთით:“ე ბიჭო, მეც მომიძღვენი ერთი ლექსი”...).
გულდაწყვეტილი გაჰყურებამურის ისრებს აცდენილს...გრძნობ: ვეღარასდროს გაცდუნებსბრძნული სურვილი შეცდენის....ჩაკეტილს საგულდაგულოდ _არც მზე გაკლია, არც დენი...მაინც _ წუხილი არავისჰქონია, ალბათ, ესდენი...
ბოლავენ სინანულებიოცდაცამეტი უარის...დარდისგან დამეხილი დადაღლილი დუმს ბუდუარი.თუ გსურს! ან როსმე თუ გსურდა!თუ იცი! ანდა თუUარის!რა ყოჩაღია სატანა,ღმერთი რა უღმერთო არის!
რამდენი ცრემლი გაწვიმდა,რამდენი ფიქრი გათოვდა!“ჰკითხე, თუ და ხარ, იმ ჯოჯოს _რა იყო... როგორ გათხოვდა...”შენ ვინ გეტყოდა საბრალოს _ზოგჯერ რომ შუქიც ჰყინავდა...შენ რა იცოდი, გულჩიტამ _ზოგჯერ ყინულიც ათბობდა...
ცრემლი, წაშლილი ცრემლებით,ალერსი _ ალერსითვე...შენი საბნები ვრცელებიახურავს მხოლო მზითევს...ბჟუტავენ სინანულებიოცდაცამეტი უარის!რჩეულთა დამწუნებელი _დგახარ და ელი უარესს.
არ გყვარებია ზოგივითსაცქერლად ჩხუბი მამლების!სხვამ საიდუმლო ამდენივინ იცის ღვთიურ წამლების!მარად ბალღობის ნატრული _ხან `ვრანგლერს~ იცვამ, ხან `ლევისს~მაგრამ გაცვია ორივე,