პოეზია · ლირიკა
შოთა რუსთაველი
შესავალი სიმღერა წიგნიდან„ანდერძი ტარიელისა“
ყოველ ქართველში შენი გენია,მარად ცოცხალი გენი...ყოველ ქართველში სული, გენიადა ღიმილია შენი.
სისულელეა - შენს ტვირთს რა ასწევს...მხრით შენ იმაგრებ ამ თაღს,და უერთდება ცისფერ რვაას წელსუსასრულობა ჟამთა...
ხმალს არ ეღირსა შენსას ჩაგება!როგორ ჩაგეგო, ანკი...ჟღერენ მსოფლიოს დიდი ჩანგები,მეფედ - შენია ჩანგი!
მგონია, ჩემშიც შენი გენია,მარად ცოცხალი გენი...ყოველ ქართველში სული, გენიადა ღიმილია შენი!..