პოეზია · ლირიკა
ვინ წაიკითხავს
ვინ წაიკითხავს ამ ლექსს, ნეტავ,ვინ წაიკითხავს?როდესაც მიყვარს სიტყვას როდიდავეძებ დიდხანს,ვენდობი სიტყვასრძიანს, ფრთიანს, ცვრიანს და მზიანსდა დროთა სუნთქვას,სტრიქონში რომ ქარებად ქრიან,როგორც მადანი, მართალია,მაგრამ ღრმად არიეს ჩემი სიტყვა,გულის ცეცხლში გადანახული.მოვა მთესველი,უფრო ნაღდი, უფრო მაღალი,ფიქრის მინდორში ამწვანდება,ტანჯვით დახნული.და ისიც ჰკითხავს სიტყვას,რასაც ტკივილი მიაქვს:_ ვინ წაიკითხავს ამ ლექსს ნეტავ,ვინ წაიკითხავს?