↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ნაცრისფერ თვალთა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)

ახმატოვა ანა

2023-06-131 წთ საკითხავი4990 ნახვა

—
ნაცრისფერ თვალთა ცივ მზერას ვხედავ,მოგონებებით კვლავ თავს ვიწამებდა მახსენდებით მწარე ნაღველითგანმარტოებულს ტვერის მიწაზე.
თქვენ მანდ ტყვედ ყავხართ მშვენიერ ხელებს,მე გადმოვყევი აქეთ გრიგალებს,თქვენ ხომ, არც მეტი და არც ნაკლები,თვით სიყვარულის მოკვლა მიბრძანეთ.
ჩემო ცნობილო თანამედროვევ,თქვენ თქვით, რომ ჩვენი ჟამი წავიდა,მე უღონო ვარ, სისხლი კი ბორგავსდა სათქმელს ისევ ვიწყებ თავიდან.
მე თუ მოვკვდები, რატომ არ ფიქრობთ,ვინღა გიმღერებთ მწუხრის სიმღერებს,ვინღა მოგიძღვნით ლექსებს ჩემს ნაცვლად,ჯერ უთქმელ სიტყვებს ვინ ააჟღერებს?

ახმატოვა ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი