პოეზია · ლირიკა
*** "ო, მე სიყვარულს არა გთხოვ უკვე" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ო, მე სიყვარულს არა გთხოვ უკვე _ის საიმედო ადგილას არის.არც შენს საცოლეს არ შეაწუხებსეჭვები შენგან წასული ქალის.
ოღონდ ერთ რჩევას მოგცემ მეგობრულს(საქმროს ზრდილობა ყოველთვის შვენის!):მას წააკითხე ჩემი ლექსები,დე, შეინახოს პორტრეტიც ჩემი!
ამ სულელ ქალებს ახარებთ მხოლოდდამარცხებული მეტოქის ხილვა,ხოლო პირველი ნაზი დღეებისმოგონებანი არ უღირთ ჩირად.
...და როს ცხოვრება ახალ სატრფოსთანვეღარ მოგიკლავს უგონო წყურვილს,როს მოიყირჭებს ყველაფერს ერთადკმაყოფილი და მაძღარი სული,
ნუ შეაშფოთებ ღამეებს ჩემსას,ნუ მოხვალ _ მე შენ არ გიცნობ სულაცდა სენისაგან "ბედნიერება",გულითაც მსურდეს, მე ვერ განგკურნავ.