↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ო, რა იქნება, დამმარხე, ქარო" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)

ახმატოვა ანა

2023-06-131 წთ საკითხავი4993 ნახვა

—
ო, რა იქნება, დამმარხე, ქარო,ახლობელთაგან არვინ მოვიდა,ჩემს გვერდით მხოლოდ სუნთქვაა მიწისდა მონაქროლი სიო შორიდან.
ერთ დროს მეც ვიყავ თავისუფალი,ვერ ვერეოდი სიცოცხლის წყურვილს,ახლა კი გდია ჩემი ცხედარიდა უკანასკნელს შენ განდობ სურვილს.
დაფარე ჩემი შავი ჭრილობასაღამოს ბინდის ნაზი სალბუნით,სთხოვე ცისფერ ნისლს, რომ წაიკითხოს,როგორც წესია, ჩემთვის ფსალმუნი,
რომ მარტოდმარტო, ადვილად შევხვდემარადი ძილის მხარეზე ფიქრებს,აახმიანე მაღალი ისლი,ჩემს გაზაფხულზე იმღეროს იქნებ.

ახმატოვა ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი