↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი მეწყერი

ტაბიძე ტიციან

2026-07-181 წთ საკითხავი10769 ნახვა

—
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდებადა ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი,ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.ლექსები იყო მისი საგზალი,არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდექართული მზე და ქართული მიწა,ბედნიერებას მას უმალავდენ,ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი