↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3031 ნახვა

—
სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს.ხელთათმანები დაკარგე, კაფეს კარებთან დაგრჩა.შუააზიელი თავის ორდენებს მალავს.ცეცხლით დაწერილი გრაფიტი, ოქროსფერია ქარში შენი ადგილი.ყრუ გრიფონებს მანქანაში ძინავთ.გეომეტრიის ანგელოზია მაქს ბილი.იქნებ ჩვენს შორის უკვე დაიბადნენ უკვდავნი?წერილებს წერ და მამას კვებავ.შეშლილი მოქანდაკეა დროღამეებში შეშლილი მოქანდაკე მგზავრობს.სსრკ-ში ოცდაათი მილიონი ქალი მუშაობს,მათი ნაოჭების გეომეტრიას არავინ სწავლობს.
19.08.89.

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი